Tuesday, March 7, 2017
მეცხრე დღის რეფლექსია
დღევანდელი დღე იყო ყველაზე საინტერესო, მოვისმინეთ ერთმანეთის პრეზენტაციები, გავცვალეთ აზრები, გავაკეთეთ შეფასებები და მივეცით რეკომენდაციები ერთმანეთს. ბევრი კარგი ინფორმაცია მივიღე, რომელიც დამეხმარება შემდგომი პრეზენტაციებისთვის. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონ ლალის გაწეული მუშაობისთვის და დიდი ძალისხმევისთვის,
Sunday, March 5, 2017
მერვე დღის რეფლექსია
მერვე დღე ძალიან დატვირთული იყო. გავაკეთეთ მასწავლებლის პრეზენტაცია,გავიხსენეთ პრეზენტაციის ატვირთვა ბლოგზე, სურათებისა და გვერდების ჩასმა,მრავლისმომცველი და საინტერესო დღე იყო.
Saturday, March 4, 2017
მეშვიდე დღის რეფლექსია
ტრენინგი დაიწყო საინტერესოდ,გავიხსენეთ ნასწავლი მასალა. ვიმუშავეთ დიფერენცირებული სწავლების კითხვარზე, რომელიც ავტვირთეთ შეფასებებში და მოვაწესრიგეთ პორთფოლიოები.
Friday, March 3, 2017
მეექვსე დღის რეფლექსია
განვიხილეთ მოსწავლეების პრეზენტაციები, ვისწავლეთ პრეზენტაციების ბლოგზე განთავსება გავიხსენეთ დიაგრამებისა და სმარტების ჩასმა პრეზენტაციებში.ასევე ვისწავლეთ მოსწავლეების პროექტების შეფასება, დავალება გვაქვს გადავათვალიეროთ ბლოგი და შევიტანოთ შესწორებები.
Thursday, March 2, 2017
Sunday, February 26, 2017
მეხუთე დღის რეფლექსია
განვიხილეთ შეფასების დროის ჩარჩო, კერძოდ: შეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები.გავაკეთეთ შეფასების ანალიზი.გავეცანით საავტორო უფლებების დაცვაზე პრეზენტაციას, მივიღეთ რეკომენდაცია მოსწავლის სავარაუდო ნაშრომისათვის ყველა გამოყენებული ბმული მივუთითოთ, მივიღეთ საშინაო დავალება მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის პრეზენტაციის შესახებ.
Subscribe to:
Posts (Atom)